უპირატესობები

უპირატესობები კლიენტზე ორიენტირებული პოლიტიკა
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მაქსიმალურ სპექტრს და მართვის კონცეფციებს ჩვენი პარტნიორების ამოცანების გადაწყვეტისას. ჩვენი საქმიანობა ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტურობის ზრდას და ქმნის მყარ საფუძველს მისი მომავალი განვითარებისთვის.   

ჩვენ პარტნიორებს ვაძლევთ მაღალი დონის მომსახურების და ინდივიდუალური მიდგომის გარანტიას, რომელიც ეფუძნება ნდობის, თანასწორობის და სამართლიანობის უმაღლეს სტანდარტებს.     
 
პროფესიონალთა გუნდი
ჩვენ ვართ პროფესიონალთა ერთიანი გუნდი, რომელიც ავითარებს კომპიუტერულ ბაზარს და უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტების ხელმისაწვდომობას დსთ-ს ქვეყნებისთვის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუწევთ თითოეულ პარტნიორს.  
   
ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი სპეციალიზირებული განათლება და საერთაშორისო სერტიფიკაცია, ასევე ფართო სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების დარგში.      
 
პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტული პირობები შევუქმნათ ჩვენს პარტნიორებს და უმაღლეს მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.   
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენ პარტნიორებს გაყიდვის წინ და:  
  • პროფესიული კონსულტაცია გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს მოწყობილობის მოძიებასა და შერჩევაში.
  • დავეხმაროთ გადაწყვეტების მომზადებაში; 
  • დავეხმაროთ სპეციფიკაციების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში; 
  • დავეხმაროთ მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაში პარტნიორთა ქსელის განვითარების მიზნით.
გარდა ამისა, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პარტნიორებისთვის ინფორმაციული და მარკეტინგული მხარდაჭერის საკითხებს, რომელიც ითვალისწინებს ყველა სახის სარეკლამო და ანალიტიკური მასალების უზრუნველყოფას საბოლოო მომხმარებელთან სამუშაოდ, ასევე სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს პროდუქტის სტიმულირებას და ბიზნესის მომგებიანობის ზრდას.   
ლოგისტიკის განვითარებული სისტემა
საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის წამყვან კომპანიებთან
წარმატებული თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი საქონლის ოპტიმალურ და საიმედო მოწოდებას დადგენილ ვადებში.    

ჩვენი საკუთარი საბაჟო საწყობების არსებობა უზბეკეთში (ტაშკენტი) და გერმანიაში (ზოესტი), ასევე იჯარით აღებული საწყობები ყაზახეთში (ალმაატა), საქართველოში (თბილისი) და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (დუბაი) საშაულებას გვაძლევს:
  • მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საქონელი მივაწოდოთ შეძლებისდაგვარად უმოკლე ვადაში.
    • მეთვალყურეობა გავუწიოთ საქონლის საწყობებში დატვირთვას და დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებას;  
    • ვუზრუნველყოთ აუცილებელი იურიდიული და სატრანსპორტო დოკუმენტაციის სრული პაკეტი.  
    მოქნილი ფასების პოლიტიკა და საგადახდო სისტემა
    გრძელვადიანი თანამშრომლობა და პირდაპირი კონტრაქტები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაქსიმალურად მომგებიანი და ხელსაყრელი პირობები მწარმოებლებისგან  და ვუზრუნველყოთ ფასების ოპტიმალური დონე ჩვენი დილერებისთვის. ჩვენი ფასების პოლიტიკა და საგადახდო სისტემა მაქსიმალურად მოქნილი და მოხერხებულია ჩვენი პარტნიორებისთვის.